ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
გერმანია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ბერლინი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გაივლის.
მანამდე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს მოუწოდეს, ნავალნი გაათავისუფლოს.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს მოსკოვის სიმონოვსკის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. მას 2 წლისა და 5 თვის კოლონიაში გატარება მოუწევს.