გერმანია ქვეყანაში „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას კრძალავს
გერმანია ქვეყანაში „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას კრძალავს

გერმანია დღეიდან ქვეყანაში ორგანიზაცია „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას კრძალავს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

ასევე დამატებითი აკრძალვები დაწესდა მოძრაობა „ჰამასის“ მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად. აკრძალვა გულისხმობს, რომ თუ ვინმე აგრძელებს რაიმე ფორმით საქმიანობას რომელიმე ორგანიზაციისთვის, ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს.

„როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მე დღეს ვკრძალავ „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას გერმანიაში. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ მიზნად ისახავს ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. ჩვენ ვხედავთ მათ პროპაგანდას გერმანიაში, განსაკუთრებით, აგრესიულ დემონსტრაციებში, ასევე ებრაულ ინსტიტუციებსა და ებრაელთა სახლებზე თავდასხმებში. ებრაელი ხალხი უსაფრთხოდ უნდა იყოს გერმანიაში“, – აღნიშნა ნენსი ფეზერმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.