გერმანია და საფრანგეთი პუტინისგან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ელოდებიან
გერმანია და საფრანგეთი პუტინისგან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ელოდებიან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის თქმით, მოსკოვმა ხელი უნდა შეუწყოს სირიისა და უკრაინის კრიზისის მოგვარებას. ეს განცხადება გერმანელმა დიპლომატმა თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც მაასმა აღნიშნა, ბერლინი და პარიზი დაინტერესებულნი არიან რუსეთთან დიალოგით და ელოდებიან, რომ რუსეთი გლობალური პრობლემების მოგვარებაში „კონსტრუქციულ როლს ითამაშებს“.
მისივე თქმით, გერმანია და საფრანგეთი პუტინის მეოთხე ვადაში არამხოლოდ დააკვირდებიან, შეესაბამებმა თუ არა რუსეთი მათ მოთხოვნებს, არამედ მოითხოვენ, რომ მოსკოვის ასე მოიქცეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს რთული პარტნიორი უწოდა და მოსკოვთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, რუსეთის იზოლაცია ევროპას სიკეთეს ვერ მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია შედგა.