გერმანია აპირებს, გაამკაცროს კანონები, რომლითაც ქვეყანა შეძლებს კრიმინალის ჩამდენი მიგრანტების დეპორტირებას ისეთ არაუსაფრთხო ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი და სირია
გერმანია აპირებს, გაამკაცროს კანონები, რომლითაც ქვეყანა შეძლებს კრიმინალის ჩამდენი მიგრანტების დეპორტირებას ისეთ არაუსაფრთხო ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი და სირია

გერმანიის კანცლერი აპირებს, გაამკაცროს კანონები, რომლის თანახმადაც, ქვეყანა შეძლებს კრიმინალური დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების დეპორტირებას ისეთ არაუსაფრთხო სტატუსის მქონე ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი და სირია.

როგორც გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, „ეროვნული უსაფრთხოება აღემატება თავშესაფრის მაძიებელ ცალკეულ პირთა უფლებას“.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, დეპორტაციების განახლებასთან დაკავშირებით ცხარე დებატებია, მემარცხენე ძალები მიგრანტების დეპორტაციის – წინააღმდეგი, მემარჯვენეები კი მომხრე არიან.

გერმანიის კანცლერი საჭიროდ მიიჩნევს პოლიციელთა რაოდენობის ზრდას, ისევე როგორც გერმანული პასპორტების გაცემაზე უარს ისლამისტებისა და ანტისემიტებისთვის. შოლცი პირობას დებს, რომ ასეთი პირების შემთხვევაში „ნულოვანი ტოლერანტობა“ იქნება, როდესაც საქმე მათ დეპორტაციას შეეხება.