Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს. მგზავრებს 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.
დღეიდან, 13 ივლისიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, 15 ივლისიდან კი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით – Georgianwings.com.
„ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55-წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით, ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ Georgian Wings-ი სთავაზობს.