Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12-ჯერ მოემსახურება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.

Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით, ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55-წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით, ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.