გენუაში  პოლიციამ ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
გენუაში  პოლიციამ ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

გენუაში  პოლიციამ ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. 32 წლის მამაკაცი ერთ-ერთი სახლის აივანზე ძვრებოდა, როდესაც ის მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. მათივე ცნობით, მძარცველები ორნი იყვნენ.

თვითმხილველების თქმით, როდესაც ბოროტმოქმედები მიხვდნენ, რომ  შეამჩნიეს, გაქცევა სცადეს. თუმცა, ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთის დაკავება მაშინ შეძლო, როდესაც ის მანქანით ცდილობდა მიმალვას.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, 32 წლის მამაკაცი იტალიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა. ის ამჟამად ციხეში იმყოფება. პოლიცია მის თანამზრახველს ეძებს.