„გენტში“ მესამე ქართველი გამოჩნდა - ბერიძემ დაბრუნება გოლით აღნიშნა
გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. ბელგიურ გუნდში მესამე ქართველი, გიორგი ბერიძე გამოჩნდა და გუნდში დაბრუნება გოლით აღნიშნა.
დიახ, დაბრუნება, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატის კონტრაქტი „გენტს“ 2021 წლამდე ეკუთვნის, მაგრამ ის იჯარის წესით ჯერ სლოვაკურ „ტრენჩინში“ თამაშობდა, გასული სეზონი კი უნგრულ „უიპეშტში“ გამოდიოდა და 27 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ამხანაგური შეხვედრა “ზელზატეს” წინააღმდეგ ჩაატარა – ის მოედანზე მეორე ტაიში გამოჩნდა, 74-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.
ჯერ-ჯერობით, „გენტში“ დანარჩენი ქართველები არ ვარჯიშობენ – ჩაკვეტაძე და ქვილითაია ტრავმის შემდეგ ახლა რეაბილიტაციას გადიან.