ბერიძემ თურქეთში გაიტანა - „ქოჯაელისფორმა“ ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერიძემ თურქეთში გაიტანა - „ქოჯაელისფორმა“ ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ თურქეთის პირველ ლიგაში გოლი გაიტანა, მაგრამ „ქოჯაელისფორმა“ ამით ვერ ისარგებლა და „ერზურუმსფორთან“ ქულები დაკარგა – 1:1.

მერვე ტურის შეხვედრა „ქოჯაელისფორმა“ საკუთარ მოედანზე გამართა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე პირველივე წუთებდიან იყო და 74 წუთი ითამაშა.

მე-12 წუთზე ანგარიში გიორგი ბერიძემ გახსნა. სამ წუთში „ერზურუმსფორის“ თავდამსხმელმა, მუსტაფა იუმლუმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვიდერეფერიზე გადამოწმებისას თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. ტაიმი კი ქართველის გუნდმა 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ „ერზრუმსფორში“ შეცვლაზე შესულმა თავდამსხმელმა, მუჰამედ ოზჰანმა წონასწორობა მაინც აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თურქეთის პირველ ლიგაში გამართული რვა ტურის შემდეგ „ქოჯაელისფორმა“ 16 ქულა დააგროვა და პირველადგილოსანი „ეიპსფორის“ (18) დაწევის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.