ბერიძემ თურქეთში გაიტანა - ქოჩორაშვილმა ესპანეთში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ „კალიარის“ ესტუმრა და დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა 3:4. ქართველი თავდამსხმელი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ფროსინონე“ პირველ ტაიმში 2:0-ს იგებდა, 49-ე წუთზე კი მესამეც გაიტანა, მაგრამ „კალიარიმ“ 72-ე წუთიდან ოთხი გოლის გატანა შეძლო, ამთგან ორი – არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა „ანდორასთან“ გასვლით მატჩში, რომელშიც ქართველის გუნდი 0:2 დამარცხდა. ქოჩორაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

რუმინეთის ლიგა 1-ში გიორგი აბუაშვილმა შეცვლაზე ითამაშა „პეტროლულში“ – 20 წლის თავდამსხმელის გუნდმა „სტიაუასთან“ საშინაო შეხვედრა 2:2 დაასრულა. ასევე შეცვლაზე (63-ე წუთიდან) გამოჩნდა მოედანზე გიორგი მოისწრაფიშვილი „ბევერენში“, რომელმაც ბელგიის „ჩელენჯერ პრო ლიგაში“ „ფრანკს ბორენი“ 3:0 დაამარცხა.

გიორგი ბერიძემ თურქეთის პირველ ლიგაში ისევ გაიტანა – „ქოჯაელისფორის“ ქართველმა თავდამსხმელმა საშინაო შეხვედრაში „გენჩლერბირლიგის“ კარი 77-ე წუთზე აიღო და გუნდის უპირატესობა გაზარდა – 2:0, მაგრამ გუნდმა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მიმდინარე სეზონში ბერიძემ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.