საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.
საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ოთხ კანდიდატს შორის მოუწია, კერძოდ, გენერალური პროკურორობის კანდიდატები იყვნენ ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.
საბჭომ ირაკლი შოთაძე 11 ხმით აირჩია. სოფიო შენგელიამ საბჭოს წევრთა ერთი ხმა აიღო.
საპროკურორო საბჭოს 13 მოქმედი წევრი ყავს. დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის დამტკიცება ხმათა უმრავლესობით მოხდება.
გენერალური პროკურორობის კონკურსში საერთო ჯამში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.