გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განცხადება გაკეთდება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 14:00 საათზე განცხადება გაკეთდება.
უწყების ინფორმაციით, განცხადების თემა „თიბისი ბანკს“ ეხება.
გენერალურ პროკურატურაში გუშინ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში ამბობენ, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია.
„თიბისი ბანკის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღება 2008 წლის საბანკო ოპერაციას ეხება.
ამასთან, „თიბისიმ“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.