გენერალურ  პროკურატურაში „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს
გენერალურ  პროკურატურაში „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ  პროკურატურაში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

დამენიას ტელევიზიის ფინანსური დაზარალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად მივიდა.

დამენია „რუსთავი2“-ში ფინანსურ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სავარაუდოდ, გამოძიება მას კითხვებს დაუსვამს, მონაწილეობდა თუ არა იმ ხელშეკრულებების გაფორმებაში, რომელიც ტელევიზიის ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაიდო, „რუსთავი2“-ის სარეკლამო დროის გაყიდვის თაობაზე.

ტელევიზიის განზრახ ზარალის მიყენების საქმეში, სწორედ ქვეკონტრაქტორი კომპანიები „ინტერმედია“” და „ინტერმედია პლიუსი“ ფიგურირებენ.