გელა ბაბლუანის ახალი ფილმი Festival International du Film de Bruxelles-ის გრან პრის მფლობელია
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, გელა ბაბლუანის ახალმა ნამშევარმა Money პირველი ჯილდო მიიღო. ფილმი Festival International du Film de Bruxelles-ის გრან-პრის მფლობელია. ამავე ფესტივალის მეორე პრიზი, საუკეთესო რეჟისორის სტატუსი კი Money-ის შემქმნელმა დაიმსახურა.
ფილმის პრემიერა საფრანგეთის კინოთეატრებში გასულ თვეში გაიმართა. Money-ი სამი მძარცველის ცხოვრებას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასცაც ერთ-ერთი ქურდობის დროს მომხდარი შემთხვევა ცვლის.
ფილმის სცენარის ავტორი თავად გელა ბაბლუანია, პროდუსერები იუბერ კაილარი და დომინიკ ბუტონა („ელეკტრიკ ფილმსი“), ასევე გელა ბაბლუანის მიერ პარიზში დაარსებული კომპანია „ლე ფილმს დე ლა სტრადა“, კო-პროდუსერები კი – „ჟერიკო“ და „ორანჯ სტუდიო“.
Money-ის გადაღებები ნორმანდიაში დაიწყო და დეტროიტში გაგრძელდა. ფილმის დისტრიბუციას საფრანგეთში “ოკეან ფილმსი“ განახორციელებს, ხოლო საერთაშორისო არენაზე – „კინოლოგია“.
რეჟისორს მსოფლიო აღიარება სადებიუტო ფილმმა „ცამეტმა“ მოუტანა . 2005 წლის ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმის სტატუსი, 2006 წელს კი სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის გრან პრი მიიღო. 2005 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის პრომეთე“ საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო. ამავე ფესტივალის მეორე პრიზი, საუკეთესო რეჟისორის სტატული კი Money-ის შემქმნელმა დაიმსახურა.
ფილმის პრემიერა საფრანგეთის კინოთეატრებში გასულ თვეში გაიმართა. Money სამი მძარცველის ცხოვრებას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასცაც ერთ-ერთი ქურდობის დროს მომხდარი შემთხვევა ცვლის.