გელა ბაბლუანის ფილმი Money საქართველოს კინოთეატრებში 15 დეკემბრიდან გამოჩნდება
გელა ბაბლუანის ფილმი Money საქართველოს კინოთეატრებში 15 დეკემბრიდან გამოჩნდება

საქართველოს კინოთეატრებში 15 დეკემბერიდან გელა ბაბლუანის ახალი ნამუშევრი Money გამოჩნდება.

ფილმის პრემიერა საფრანგეთის კინოთეატრებში გასულ თვეში გაიმართა. Money სამი მძარცველის ამბავს მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც ერთ-ერთი ქურდობის დროს მომხდარი შემთხვევა ცვლის.

ფილმის სცენარის ავტორი თავად გელა ბაბლუანია, პროდიუსერები იუბერ კაილარი და დომინიკ ბუტონა („ელეკტრიკ ფილმსი“), ასევე გელა ბაბლუანის მიერ პარიზში დაარსებული კომპანია „ლე ფილმს დე ლა სტრადა“, კო-პროდიუსერები კი – „ჟერიკო“ და „ორანჯ სტუდიო“.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, გელა ბაბლუანის ახალმა ნამშევარმა რამდენიმე დღის წინ პირველი ჯილდო მიიღო. ფილმი Festival International du Film de Bruxelles-ის გრანპრის მფლობელია. ამავე ფესტივალის მეორე პრიზი, საუკეთესო რეჟისორის სტატუსი კი Money-ის შემქმნელმა დაიმსახურა.

Money-ის გადაღებები ნორმანდიაში დაიწყო და დეტროიტში გაგრძელდა. ფილმის დისტრიბუციას საფრანგეთში „ოკეან ფილმში“ განახორციელებს, ხოლო საერთაშორისო არენაზე – „კინოლოგია“.