გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება
გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას მოიცავს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის I მიკრორაიონის №2, №3, ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის №19, ვაჟა-ფშაველას გამზირის III კვარტლის №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17 და №18-ში მცხოვრებ მოსახლეობას.

„ყაზტრანსგაზის“ ცნობით, გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება ასევე შეუწყდება საბურთალოზე, კანდელაკის ქუჩის №11, შალვა ნუცუბიძის ქუჩის №2, №2ა, №4, №6, №8, №10, №10ა, №12, №14, №14ა, №14ბ, №16, №16ა, №18, №20, №22 და №24-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. დაგეგმილი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, გმირ კურსანტთა ქუჩის №3 და №5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. შპს „კონსტრაქშენ სერვისის“ მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 13:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა საბურთალოზე, საირმის გორის ნაკვეთი 025/093 და საირმის ქუჩის №16-ში მდებარე კორპუსების და ასევე, საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დღეს, 18:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.