გედევან ფოფხაძე - თუ გიორგი კვირიკაშვილი შემოგვთავაზებს ახალ, ეფექტურ გუნდს, მას ნდობას გამოვუცხადებთ
გედევან ფოფხაძე - თუ გიორგი კვირიკაშვილი შემოგვთავაზებს ახალ, ეფექტურ გუნდს, მას ნდობას გამოვუცხადებთ

თუ გიორგი კვირიკაშვილი შემოგვთავაზებს ახალ გუნდს, რომელიც იქნება ეფექტური, ჩვენ მას ნდობას გამოვუცხადებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობის ცვლილება პირველი არ არის.

„მთავრობის შემადგენლობის ცვლილება პირველი არ არის. როდესაც ჩვენ არგუმენტებს მოვისმენთ პრემიერისგან, ამის მერე უნდა გავაკეთოთ დასკვნები.

შემიძლია წინასწარაც მქონდეს მოსაზრებები, თუმცა მირჩევნია ყველა ის კითხვა, რომელიც მაქვს თვითონ ამოვწურო და ამის შემდეგ გავაკეთო საჯარო დასკვნები.

ჩვენ ნდობა გამოუცხადეთ გიორგი კვირიკაშვილს და თუ ის შემოგვთავაზებს ახალ გუნდს, რომელიც იქნება ეფექტური, ჩვენ მას ნდობას გამოვუცხადებთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.

 

ავტორი: გიორგი მანჯავიძე