დიმიტრი ქუმსიშვილი სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება
დიმიტრი ქუმსიშვილი სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება

დიმიტრი ქუმსიშვილი სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება.

როგორ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შესაძლოა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნოს.

გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.