გედევან ფოფხაძე გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე - ისე გამოვიდა, თითქოს მე რაღაცას დავგეგმავდი, დაგეგმვას სჭირდება სხვა სივრცე და საჯაროდ ეს არ კეთდება
ისე გამოვიდა თითქოს მე რაღაცას დავგეგმავდი, დაგეგმვას სჭირდება სხვა სივრცე და საჯაროდ ეს არ კეთდება, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
გედევან ფოფხაძეს კითხვა დაუსვეს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობდნენ.
„საუბრობდე იმაზე თეორიულად, რა შეიძლება მოხდეს იმის შედეგად, თუ კანონი იქნა მიღებული, ჯერ კანონი საერთოდ არ იყო მიღებული. ისე გამოვიდა, თითქოს მე რაღაცას დავგეგმავდი. დაგეგმვას სჭირდება სხვა სივრცე და საჯაროდ ეს არ კეთდება. აკია იცინის მაგ საუბარზე და მეც მომღიმარი ვლაპარაკობ, რადგან კონტექსტი სხვა არის. რა მწვანე, წითელ და ყვითელ შუქს ველოდები? მაგაზე საუბარი თუ გვინდა, აბსოლუტურად კონტექსტის დაკარგვას ნიშნავს, საერთო თემაზე არის ლაპარაკი, ამიტომ ცალკეულ დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.