გაზსადენის აფეთქების გამო სირიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

08:34, 24.08.2020

გაზსადენის აფეთქების გამო სირიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს სავარაუდოდ ტერორისტული თავდასხმა იყო.

„როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის დედაქალაქის, დამასკოს ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქებს დუმაირსა და ადრას შორის მოხდა.

ადგილზე მუშაობენ ტექნიკური ჯგუფები. სირიის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა.

მსგავსი