გაზსადენის აფეთქების გამო სირიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს სავარაუდოდ ტერორისტული თავდასხმა იყო.
„როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის დედაქალაქის, დამასკოს ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქებს დუმაირსა და ადრას შორის მოხდა.
ადგილზე მუშაობენ ტექნიკური ჯგუფები. სირიის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა.