გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება
გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს, 23:00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:
ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს ,,პალა ჯგუფი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორი”-ს, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის მდებარე შპს ,,მს დეველოპერი”-ს, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვ. 11/013-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხვამლის ქ. 25-ში – ამხ. ,,მანა ჰაუსი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის (ფერმწერთა, ინტენსიფიკაციის, ხუროთმოძღვართა, ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ, ალ. ბანძელაძის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, კ. კაპანელის, ბ. ჟღენტის,) მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: # 192 და # 201 ბაგა-ბაღებს, # 102 საჯარო სკოლას და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 21 თებერვლის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე.
„კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია აბონენტების უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. გთხოვთ დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები“,- აცხადებენ კომპანიაში.