არგენტინაში წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებენ
არგენტინაში წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებენ

გაუჩინარებული არგენტინული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრების ახლობლები გადარჩენილთა სამძებრო ღონისძიებების შეჩერებას აპროტესტებენ.

საპროტესტო მსვლელობით, რომელიც პორტის სიახლოვეს გაიმართა, მათ ხელისუფლებისგან სამაშველო ოპერაციების კიდევ გახანგრძლივება მოითხოვეს.

არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ორი დღის წინ განაცხადეს, რომ წყალქვეშა ნავზე გადარჩენილების პოვნის იმედი აღარ იყო და ეკიპაჟის 44 წევრი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

არგენტინის პრეზიდენტი დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ გამოძიება აუცილებლად დაადგენს, რამ გამოიწვია ნავის გაუჩინარება.