არგენტინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს
არგენტინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს

არგენტინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს.

სიგნალი 4-დან 36 წამამდე გაგრძელდა, თუმცა კონტაქტი ვერ დამყარდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამჟამად არგენტინელი სპეციალისტები ამერიკელი კოლეგების დახმარებით ცდილობენ, დაადგინონ წყალქვეშა ნავის ადგილმდებარეობა.

დაკარგულ ხომალდზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება.

შეგახსნებთ, რომ წყალქვეშა ნავი 15 ნოემბერს გაუჩინარდა. მას შემდეგ სამხედროები მისი ადგილმდებარეობის დადგენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდნენ.

ფოტო: EPA