გათიშვიდან მეოთხე დღეს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ენერგომომარაგება აღდგა
გათიშვიდან მეოთხე დღეს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ენერგომომარაგება აღდგა. სპეციალისტებმა ელექტროგადამცემი ხაზი შეაკეთეს, რომელიც 23 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო დაზიანდა.
შედეგად, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან უკვე მიეწოდება.
ბოლო დღეებში შეწყვეტილი იყო ცხინვალის წყალმომარაგებაც. დიდთოვლობის გამო, გადაიკეტა ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთში მიმავალი გზაც. მაგისტრალი დღეს გაიხსნა.