გასული ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით და საკრუიზო რაკეტით დაესხა თავს
გასული ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატითა და საკრუიზო რაკეტით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ღამით გაშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატიდან 10-ის განადგურება შეძლეს. ამასთან, საკრუიზო რაკეტა ვერ გაანადგურეს, თუმცა მან მიზანს ვერ მიაღწია.
„12-დან 10-ის განადგურება შესანიშნავია. ეს არის კარგი შედეგი, რასაც ყოველდღე ვხედავთ“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.