გასული ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით და საკრუიზო რაკეტით დაესხა თავს

13:51, 03.12.2023

გასული ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატითა და საკრუიზო რაკეტით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ღამით გაშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატიდან 10-ის განადგურება შეძლეს. ამასთან, საკრუიზო რაკეტა ვერ გაანადგურეს, თუმცა მან მიზანს ვერ მიაღწია.

„12-დან 10-ის განადგურება შესანიშნავია. ეს არის კარგი შედეგი, რასაც ყოველდღე ვხედავთ“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მსგავსი