მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის ავიაიერიშებს ღაზის სამხრეთში 71 ადამიანი ემსხვერპლა
გასული ღამის განმავლობაში ისრაელის ავიაიერიშებს ღაზის სამხრეთში 71 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ქალაქ რაფაში და ქალაქ ხან იუნისში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასული ღამის განმავლობაში დაიბომბა „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტი სამიზნე, მათ შორის შტაბბინები და ბანკი, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმა ასევე განახორციელეს დარტყმები, მათ შორის „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებისა და იარაღის შესანახი ადგილების წინააღმდეგ ქალაქ ღაზაში.