გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა.

პალესტინური წყაროების ინფორმაციით, ბურეიჯის ლტოლვილტთა ბანაკის დაბომბვის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

ქალაქ ღაზის და ქალაქ დეირ ელ-ბალაჰის დაბომბვას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 15 ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში ხალხი დღეში საშუალოდ მხოლოდ ერთხელ იკვებება, რადგან ისრაელის არმია ბლოკავს საჭირო საკვების 83 პროცენტს ალყაში მოქცეულ ანკლავამდე მისასვლელად.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ომის კაბინეტის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, გააფართოონ საომარი მიზნები, რაც მოიცავს ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებთა უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში.