გასულ წელს პროკურატურამ განრიდება 435 არასრულწლოვნისა და 21-წლამდე პირის მიმართ გამოიყენა
2017 წლის განმავლობაში პროკურატურამ 435 არასრულწლოვნისა და 21-წლამდე პირის მიმართ განრიდება გამოიყენა, – ამის შესახებ საქართველოს მთვარი პროკურორის ანგარიშშია ნათქვამი.
განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით არის გათვალისწინებული.
ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში სრულწლოვანი (21 წლის ზემოთ ასაკის) პირების მიმართ განრიდება ძირითადად გამოყენებული იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე.
განრიდებისას მხედველობაში მიიღება დანაშაულის ხასიათი, დამდგარი შედეგი, დაზარალებულის პოზიცია, დანაშაულის ჩამდენის პიროვნება და სხვა გარემოებები, რომლებიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს ახასიათებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ განრიდება, როგორც წესი, არ გამოიყენება ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, ასევე ისეთ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენამ გამოიწვია მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი.