მადრიდის „რეალის” ფორვარდმა გარეტ ბეილმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს.
უელსელისთვის კულმინაცია იყო მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ.
28 წლის ფეხბურთელი უკვე აქტიურად ეძებს კლუბს, რომელშიც მუდმივად ითამაშებს და “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლის საშუალება ექნება.
2017-18 წლების სეზონში ბეილის ანგარიშზეა 11 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა 27 ოფიციალურ მატჩში.