გარეთ ბეილის აგენტი აცხადებს, რომ ფეხბურთელი მადრიდში კონტაქტის ამოწურვამდე დარჩება
გარეთ ბეილის აგენტი აცხადებს, რომ ფეხბურთელი მადრიდში კონტაქტის ამოწურვამდე დარჩება

გარეთ ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი აცხადებს, რომ ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, გუნდში ყველაფერი რიგზე აქვს და კონტრაქტის ამოწურვამდე მადრიდში დარჩება.

გასულ წელს უელსელი ძალიან ახლოს იყო სამეფო კლუბის დატოვებასთან, როდესაც აღმოჩნდა, რომ ახალ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა მისი მოლაპარაკებები ჩინურ „ჯანგსუ სუნინგთან“ ჩაიშალა.

30 წლის ბეილმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა „რეალის“ შემადგენლობაში, თუმცა ზიდანის თქმით, უელსელი გუნდის წევრად რჩება და მის გასხვისებაზე საუბარი არ არის.

„მას კიდევ ორნახევარი წელი დარჩა მადრიდში და ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს ჯონათან ბარნეტი, – „მე ყოველთვის ამას ვამბობდი და ამ აზრიდან არასდროს გადამიხვევია. რაც შეეხება იჯარით სადმე წასვლას, ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რატომ უნდა წავიდეს ის სადმე იჯარით?“.

გასული წლის დეკემბერში ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბეილით კიდევ ერთი ჩინური კლუბი, „შანხაი შინხუა“ არის დაინტერესებული.