გარეტ ბეილი - რატომ მისტვენენ გულშემატკივრები, ეს ჩემთვის გამოცანაა
გარეტ ბეილი - რატომ მისტვენენ გულშემატკივრები, ეს ჩემთვის გამოცანაა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გარეტ ბეილი ამბობს, რომ სამეფო კლუბის გულშემატკივართა ქცევა მისთვის ხშირად გაუგებარია.

„თითოეულ მატჩში ფეხბურთელები უზარმაზარ ზეწოლას ვგრძნობთ. თუ საუკეთესო მატჩს ვერ ჩაატარებ, ყურადღების ცენტრში ხვდები. მე 80 ათასი ადამიანი მისტვენდა და ვთვლი, რომ ეს არ არის კარგი საქციელი. პირველად რომ მოხდა ეს, გაოცებული ვიყავი. ფეხბურთელის თავდაჯერებულობაზე ეს ცუდად მოქმედებს“, – მოჰყავს ბეილის სიტყვები ესპანურ გამოცემა „ასს“ (As). – „რატომ მისტვენენ? ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცანაა. მე ეს უბრალოდ არ მესმის“.

შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი მადრიდის „რეალში“ 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ გადავიდა და მას შემდეგ მრავალი ტიტული მოიპოვა, მათ შორის ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.