„რეალ მადრიდისა“ და უელსის ნაკრების ფორვარდი გარეტ ბეილი აცხადებს, რომ საფეხბურთო ელიტაში თამაში ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს და ფეხბურთისგან სპორტსმენი იმ სიამოვნებას ვეღარ იღებს, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშისას რომ იღებდა.
„პროფესიონალ ათლეტს, განსაკუთრებით გუნდურ გარემოში, არ ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი განრიგი თავად შეადგინოს“, – ამბობს ბეილი, – „ჩვენ გოლფის ან ჩოგბურთის მოთამაშეებივით არა ვართ. შედეგად, რობოტებს ვემსგავსებით, რადგან ყოველთვის სხვები გვეუბნებიან, სად უნდა ვიყოთ, როდის უნდა ვიყოთ იქ, რომელ საათზე უნდა ვჭამოთ და როდის უნდა მივიდეთ მწვრთნელთან. კაცმა რომ თქვას, პირადი ცხოვრება აღარ გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელის კარიერა იმდენად მოკლეა, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლად ადვილად წირავ“.
გარეტ ბეილმა „რეალ მადრიდთან“ ერთად ექვსი წელი გაატარა და 13 ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგა.