გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში ფიცარი აღმოაჩინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში ფიცარი აღმოაჩინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გაჩერებულ ბენზინმზიდში, აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილი სამალავში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.