გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხაში სამი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უკანონო საამქროებიდან, ჯამში, ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამში 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე აწარმოებს, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით.