გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხაში სამი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

10:58, 22.08.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უკანონო საამქროებიდან, ჯამში, ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამში 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე აწარმოებს, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით.

მსგავსი