გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამავე ტერიტორიაზე, მოქალაქებს ავტომანქანების ძარაზე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – 8მ3-მდე ფიცარი, 1 მ3-მდე ძელაკი და 7 ერთეული ნაგვერდული ფარულად ჰქონდათ განთავსებული.
ავტომანქანები და უკანონო ხე-ტყე დაილუქა. საქმის გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის პირველი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.