მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო
მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყეს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარე ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები, რომელიც კვლევების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში. ასევე, დადგინდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო და შესაძლოა, მომხდარი უკავშირდებოდეს აღნიშნული ობიექტის მხრიდან მდინარის დაბინძურებას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება.

ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.