გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის ექვს თვეში უკანონო ნადირობის 96 შემთხვევა დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის ექვს თვეში უკანონო ნადირობის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მონიტორინგი სეზონის გახსნის პარალელურად კიდევ უფრო გააქტიურდება და კანონდამრღვევები შესაბამისად დაისჯებიან.
„მოთხოვნები არის, არ ვინადიროთ აკრძალულ ადგილებში. ეს აკრძალული ადგილებია, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვარი, ეროვნული პარკები, ნაკრძალები, დაემატა ველური ბუნების სააგენტოს მიერ მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიები. საქართველოში დაშვებულია, სპორტულ-სამოყვარულო ნადირობა, რაც გულისხმობს მასობრივი მოპოვების საშუალება არის აკრძალული და ეს ნიშნავს, რომ ჩასაფრებით ნადირობაა დაშვებული და მანოკებით ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გააჩნია რეგიონული სამმართველოები ტერიტორიული ორგანოები,რომლებიც უწყვეტ პატრულირებას ახდენენ და რეაგირებენ უკანონო ნადირობაზე. განსაკუთრებით, როდესაც ნადირობის სეზონი იხსნება უკვე ძლიერდება პატრულირება ამ მიმართულებით და ხდება ზედამხედველობა,რამდენად სწორად ახდენენ მოქალაქეები ნადირობას და ხომ არ ირღვევა ნადირობის წესები. (სტატისტიკა გვაქვს წლების მიხედვით და დინამიკა არის საკმაოდ მაღალი). დეპარტამენტი გააძლიერებს ზედამხედველობას თავის მიმართულებით,მთელი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით და განახორციელებს კონტროლს.
სანქციები საკმაოდ მაღალია და სამწუხაროდ ხდება გამკაცრება იმიტომ, რომ ეS არის ერთ-ერთი ბერკეტი პრევენციისა. დეპარტამენტის მუშაობის მთავარი ფუნქცია არის პრევენცია, რომ არ მოხდეს დარღვევის ჩადენა, შესაბამისად, სანქციის გამკაცრებაც ერთი მხრივ ემსახურება პრევენციას. გარდა საჯარიმო სანქციისა, ჩვენ სახეზე გვაქვს, თუ უკანონოდ მოპოვებული ფრინველია ან ცხოველი გარემოზე მიყენებული ზიანი და ფაქტობრივად პირს ეკისრება ორივე. ხოლო თუ ზიანი აღემატება 2000 ლარს, შეიძლება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც განისაზღვროს პირის მიმართ. ასევე, გარდა ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციისა და გარემოზე მიყენებული ზიანისა, ასევე შემოღებულია და დაემატა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში, საჯარიმო, როგორც სახდელის ფორმა სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა და ნადირობის უფლების ჩამორთმევაც კი გარკვეული წლების მიხედვით. გააჩნია დარღვევის სიმძიმეს.
აქედან გამომდინარე, სანადირო იარაღის ჩამორთმევა ხდება მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ის არ არის რეგისტრირებული შსს-ს მიერ, მაგრამ თუ ის არის რეგისტრირებული და უბრალოდ მფლობელს თან არ აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთვევაში მას ჩამოერთმევა დროებით სასამართლოს მიერ. სანქციები მკაცრდება ეტაპობრივად. წინა წლებში დაემატა იარაღის ჩამორთმევა ანუ კონფისკაცია, ნადირობის უფლების ჩამორთმევა. დამეთანხმებით მონადირე პირებისთვის საკმაოდ მკაცრი ქმედებაა. რა თქმა უნდა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება შედეგები, შეიძლება, კიდევ იყოს გამკაცრებული სანქციები“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 27 აგვისტოდან იხსნება.