გარემოს ეროვნული სააგენტო - 18-19 ივნისს ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.