გარემოს ეროვნული სააგენტო – 18-19 ივნისს ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

12:53, 18.06.2019

18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი