გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.