გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობას იკვლევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის გამოსავლენად საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიაზე კვლევებს განაგრძობს. დღეს სინჯები აიღეს ვარკეთილში, 160-ე საბავშვო ბაღის ეზოში. აჭარბებს თუ არა ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
დღესვე სპეციალისტები დედაქალაქში კიდევ სამ ადგილზე – ორთაჭალაში, 72-ე საჯარო სკოლასთან, აღმაშენებლისა და მუხიანის დასახლებებში აიღებენ სინჯებს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კვლევის ფარგლებში ჰაერში ტყვიის ჭარბი დოზა ჯერ არ დაფიქსირებულა.