გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობას იკვლევს

11:57, 12.10.2018

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის გამოსავლენად საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიაზე კვლევებს განაგრძობს. დღეს სინჯები აიღეს ვარკეთილში, 160-ე საბავშვო ბაღის ეზოში. აჭარბებს თუ არა ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დღესვე სპეციალისტები დედაქალაქში კიდევ სამ ადგილზე – ორთაჭალაში, 72-ე საჯარო სკოლასთან, აღმაშენებლისა და მუხიანის დასახლებებში აიღებენ სინჯებს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კვლევის ფარგლებში ჰაერში ტყვიის ჭარბი დოზა ჯერ არ დაფიქსირებულა.

მსგავსი