გარემოს ეროვნული სააგენტო 21-22 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს - ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ, შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.