გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში „ტყის პატრული“ შეიქმნება
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში „ტყის პატრული“ შეიქმნება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი დანაშაულის აღმოფხვრაა.
ტყის პატრული უზრუნველყოფს უკანონო ფაქტების გამოვლენას. მინისტრმა იმ პრინციპულ განსხვავებებზეც ისაუბრა, რაც ტყის პატრულსა და დღეს არსებულ ტყის მცველს შორის არის.
„გვეყოლება მომზადებული კადრები, რომლებსაც ექნებათ ადეკვატური აღჭურვილობა, ასევე თანამედროვე სათვალთვალო აღსრულების ტექნიკა, რათა მათი საქმიანობა იყოს მეტად ეფექტური. ეს ყველაფერი განსხვავებულია ტუის მცველებისგან, რომლებსაც არც რესურსი, არც იარაღი, არც ფორმა დ არც სატრანსპორტო საშუალება არ გააჩნდათ სწორი მონიტორინგისთვის. ვფიქრობ, ეს ნაბიჯები იმ სხვა ცვლილებებთან ერთად, რომელიც დაგეგმილი გვაქვს სატყეო რეფორმის კუთხით, შეამცირებს უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტებს“, – განაცხდა დავითაშვილმა.