„გარდიანის“ ინფორმაციით, 102 დღის შემდეგ, ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა
პირველად, 102 დღის შემდეგ, ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ოკლენდში შიდა გადაცემის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და მათ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, მათ ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ახალი ზელანდიის მთავრობამ ოკლენდში ზომები გაამკაცრა. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სახლიდან გააგრძელონ მუშაობა და თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან.