„გარდიანი“ - თელ ავივის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მძევლების შეცდომით მკვლელობა გააპროტესტეს
„გარდიანი“ - თელ ავივის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მძევლების შეცდომით მკვლელობა გააპროტესტეს

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მძევლების შეცდომით მკვლელობის შემდეგ, თელ ავივის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. „გარდიანის“ ცნობით, ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ დროულად გაათავისუფლონ მძევლები, გათავისუფლების პროცესი კი იყოს უსაფრთხო.

მძევლების ოჯახის წევრები მოუწოდობენ ნეთანიაჰუს მთავრობას, ტაქტიკა შეცვალონ და დაიწყონ მოლაპარაკებები მათი ოჯახის წევრების გასათავისუფლებლად.

გვიან ღამით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიანიშნა, რომ იგეგმება ახალი მოლაპარაკებები დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.