„გარდიანი“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ექსპერტთა ჯგუფის ჩინეთში შესვლის ოფიციალური ნებართვა ქვეყნისგან ჯერ არ მიუღია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ჩინეთის ქცევით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინურ მხარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ოფიციალური ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია.
„დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ჩინურ მხარეს აუცილებელი პროცედურები ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მე კონტაქტი მაქვს ჩინეთის წარმომადგენლებთან და მათთან საუბრისას კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს მისია პრიორიტეტულია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში იანვრის ბოლოს უნდა ჩავიდეს. ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზები უნდა შეისწავლოს.